კომპანია ”მარდივორლდი” დაფუძნდა 2008 წელს, ის წარმოადგენს შ.პ.ს. ”მარდიჰოლდინგის” შვილობილ კომპანიას. ცენტრალური ოფისი მდებარეობს ბათუმში, ორი ფილიალი აქვს თბილისსა და ქუთაისში.

• რაში მდგომარეობს ჩვენი სერვისის უპირატესობა ?

ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებელთა ნდობა და გაწეული სერვისის ხარისხია; ჩვენთან შეგიძლიათ დაუკვეთოთ (ან ითამაშოთ და მოიგოთ აუქციონებზე) ნებისმიერი სახის საქონელი, გარდა კანონმდებლობით აკრძალული ტვირთისა, მათ შორის ავტომანქანები; Paypal-ით გადახდის სერვისი, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვის შესაძლებლობა, შეღავათიანი პროცენტი საქონლის ყიდვისას; დახმარება ონლაინ მაღაზიებთან, კონსულტირება და ა. შ. ჩვენი სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ საიტის მეშვეობითაც, ანუ დაგვიკვეთოთ პირდაპირ საიტიდან, ასევე მოგვმართოთ სკაიპში, ან facebook-ზე, სადაც ასევე შეგიძლიათ იხილოთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ამანათების მოძრაობაზე, გაცემაზე, ასევე ონლაინ სივრცეში მინდინარე ძირითად მოვლენებზე, ფასდაკლებებზე და ა. შ.