რა არის თქვენი პირადი კაბინეტი ?

თქვენი პირადი კაბინეტი არის mardiworld.ge-ზე რეგისტრაციის შემდეგ გახსნილი პირადი ოთახი, სადაც ჩანს თქვენს მიერ ჩვენთან დაკვეთილი ნივთების ინვოისები და ლინკები, გამოწერილი ამანათები თრექინგების მიხედვით, გადახდილი და გადასახდელი თანხები და ა. შ. ჩვენს კომპანიასთან დაკვეთის შემთხვევაში, ეს ოთახი თქვენზე ავტომატურად იხსნება და თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აკონტროლოთ თქვენი ინვოისები; იმ შემთხვევაში, თუ თავად გამოწერთ, საიტზე რეგისტრაცია შეგიძლიათ თრექინგის განახლებისას გაიაროთ, ან წინასწარ.

საკუთარი ბარათით გამოწერისას, საჭიროა თუ არა წინასწარ საიტზე ოთახის (მისამართის) აღება ?

ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთან წინასწარ ცალკე ოთახის აღება საჭირო არ არის, მთავარია, რომ გამოწერა ზუსტად იმ მისამართზე მოხდეს, რომელიც საწყობების განყოფილებაში გვიწერია.

ამანათის დეკლარირების აუცილებლობა

გზავნილები ამერიკის საწყობიდან იგზავნება ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს, გამოგზავნილი რეისიდან ყველა ამანათის თრექინგი იდება ჩვენს საიტზე, მომხმარებლები ვალდებულნი არიან ორშაბათის რეისზე მინიმუმ ოთხშაბათს, ხოლო ხუთშაბათს გამოგზავნილ რეისზე მინიმუმ ორშაბათს დაადეკლარირონ საიტზე შემდეგი ინფორმაცია: ონლაინ მაღაზია, საიდანაც გამოწერილია ამანათი, გამოწერილი ამანათის ღირებულება (იგულისხმება თვითღირებულება, შიფინგის, taxi-ის და სხვა გადასახდელების გარეშე), ასევე ამანათის მიმღების მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), თუ ამანათი სხვის სახელზე და გვარზე იგზავნება. აღნიშნული ვალდებულება აქვთ იმ მომხმარებლებს, რომლებიც საკუთარი ბარათით იწერენ, მარდივორლდისათვის დაკვეთის შემთხვევაში ამანათის დეკლარირების ვალდებულება იხსნება.

რა ვადაში იგზავნება და ჩამოდის ამანათები ?

ამანათები ამერიკიდან იგზავნება ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს, გაცემა ხდება მომდევნო კვირის კვირის ორშაბათს და ხუთშაბათს, ამანათები დიდი ბრიტანეთიდან - საწყობში სამშაბათამდე შესული გზავნილები იგზავნება ოთხშაბათს და ჩამოდის მომდევნო ოთხშაბათს, ამანათები გერმანიიდან იგზავნება პარასკევს და ჩვენს ოფისში შემოდის მომდევნო პარასკევს.

რა ვადაში ჩამოდის ტვირთი კონტეინერით ?

ტვირთის ამერიკიდან საქართველოში კონტეინერით ჩამოტანის ვადაა 1-2 თვე.

რომელია აკრძალული ნივთები ?

აალებადი, თხევადი პროდუქცია, ფეთქებადი ნივთიერებები, პორნოგრაფიული პროდუქცია, ტოქსიკური ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები და მათი ნაწილები, პნევმატური იარაღები და ა. შ. ყველა ის პროდუქცია, რომელზედაც საჭიროა ლიცენზირება და ნებართვა (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად).

შესაძლებელია თუ არა ამანათის მიღება სასურველ მისამართზე ?

ოფისში მიღებული ამანათები როგორც წესი გაიცემა ჩვენივე ოფისიდან, მაგრამ მომხმარებელთა სურვილის შემთვევაში, ამანათი შეიძლება მივიტანოთ კონკრეტულ მისამართზეც, ასევე გავაგზავნოთ სხვა რეგიონსა თუ ქალაქში.

როგორ და როდის გადავიხადოთ შეკვეთის ან ამანათის ტრანსპორტირების საფასური?

შეკვეთილი ნივთის დაკვეთა ხდება მხოლოდ შეკვეთის ღირებულების სრულად გადახდის საფუძველზე, გადახდა ხდება ჩვენს მიერ გაკეთებულიი ინვოისებით, ბანკში, ჩვენსავე ანგარიშზე, რაც შეეხება ტრანსპორტირების საფასურის გადახდას, ამანათების გატანისას ის უნდა იყოს გადახდილი. გადახდები ხორციელდება პროკრედიტ ბანკში, ინვოისში მითითებულ ანგარიშზე. ამასთან, ნებისმიერ მომხმარებელს ნებისმიერი ბანკიდან შეუძლია დავალიანება დაფაროს თანხის გადმორიცხვით.

რა შემთხვევაში შეიძლება დაიგვიანოს ამანათებმა?

ამანათები რეგულარულად მოდის ამერიკიდან ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს სატვირთო თვითმფრინავით, დაგვიანების მიზეზი შესაძლებელია იყოს, ავია რეისის გადადება უამინდობის გამო, ტექნიკური ხარვეზი, სხვა ბუნებრივი მოვლენები, ავიარეისების გადატვირთვა და სხვა ფორსმაჟორი.

რა ღირს ამანათის ტრანსპორტირება ?

ამერიკიდან ამანათის ტრანსპორტირების საფასური კგ 6.7 $ ია, არ მოქმედებს დამრგვალების პრინციპი, ანუ მაგალითად, თუ ამანათის წონა არის 5.6 კგ, გადაიხდით 5.6 X 6.7 $ .

შესაძლებელია თუ არა წინასწარ ტრანსპორტირების საფასურის გაგება?

როგორც წესი, ონლაინ მაღაზიები უთითებენ გასაყიდი პროდუქციის წონას და გაბარიტს, ამ ინფორმაციის გაგებაში შეგვიძლია ჩვენც დაგეხმაროთ, საიტთან კონტაქტით და ა.შ. ზუსტი წონა ითვლება მას შემდეგ, რაც ამანათი საწყობში შემოვა. ასევე შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა შიდა გადამზიდმა ფოსტამ (USPS, UPS და ა. შ.) აჩვენოს განსხავებული წონა, ცდომილება შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული გრამი, ხშირად ეს განპირობებულია გამყიდველების მიერ ფოსტისთვის დაუზუსტებელი ინფორმაციის მიწოდების გამო.

რისი ბრალია, როცა თრექინგი შიდა ამერიკული ფოსტის საიტზე ჩანს როგორც მიღებული, მაგრამ არ ჩანს ჩვენს საიტზე?

მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, ერთ ერთი ის არის, რომ რამდენიმე ფოსტა ამანათს როგორც დანიშნულების ადგილზე გადაცემულს წინასწარ უთითებს საიტზე, რაც გაურკვევლობებს იწვევს (მაგ.: USPS), ასევე, საწყობში შესული ამანათების აღრიცხვა-გადაფუთვას 1-2 დღე სჭირდება, ამიტომ გზავნილი სისტემაში შეიძლება აისახოს დაგვიანებით. ამანათი ჩვენს სისტემაში არ აისახება, თუ ის გაგზავნილია არასწორ ან არასრულ მისამართზე, თუ ამანათი გაგზავნილია არასწორ მისამართზე, მაშინ საჭიროა დროულად დაუკავშირდეთ მაღაზიას და აცნობოთ ამის შესახებ, თუ არასრულ მისამართზე გამოწერეთ, ამანათი არ დაიკარგება, მაგრამ ჩვენთან კონტაქტი დროულად უნდა იქონიოთ.

როგორ ხდება დაკვეთა მარდივორლდში?

შეკვეთისასთვის აუცილებელია იქონიოთ პირადობა/პასპორტი ინვოისის დამზადებისათვის, შეკვეთის მოსაცემად უნდა მობრძანდეთ ჩვენს მისამართზე, ან გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები იმეილით, სკაიპით, ან დაგვიკვეთოთ ტელეფონით, ინვოისს მიიღებთ SMS-შეტყობინების სახით, ასევე იმეილზე. შეკვეთა შესაძლებელია ასევე ჩვენი საიტის მეშვეობით. მომხმარებელთა სურვილის შემთხვევაში, გავაფორმებთ საშუამავლო ხელშეკრულებასაც.

რას ყიდულობთ ჩვენთან გადახდილი % ით?

მარდივორლდში დაკვეთისას საიტზე გადასახდელ თანხასთან ერთად თქვენ იხდით მომსახურების საკომისიოს, რომელიც სხვადასხვა ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში განსხვავებულია, ამ შემთხვევაში ჩვენ ვუზრუნველყოფთ სასურველი საქონლის მოძიებას, კონტაქტს საიტთან, ბარათის მომსახურების სერვისს და ასევე შესაძლო რისკებისგან დაზღვევას, ამასთან მარდივორლდი არის მხოლოდ საშუამავლო კომპანია, ის პასუხს აგებს გადაზიდდვისას ჩვენი ბრალეულობით მიყენებულ ზიანზე და გონივრულ ვადაში (საშუალოდ 2-3 კვირა) დაკვეთილი საქონლის ჩამოუსვლელობაზე. მარდივორლდი არ აზღვევს ნივთის ხარისხსა და ვარიგისანობას, ასევე, გამყიდველი მაღაზიის მიერ დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ ასეთის შემთხვევაში, ეხმარება მომხმარებლებს საიტთან ურთიერთობებში.

რა შემთხვევაში დაექვემდებარება ამანათი საზღვარზე დაბეგვრას?

თუ ამანათის ღირებულება აღემატება 300 ლარს, ან არის ისეთი სპეციფიკური საქონელი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსით ექვემდებარება დაბეგვრას (მაგალითად, იგზავნება დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობის ალკოჰოლური სასმელი, ერთგვაოვანი ნივთები აღემატება ერთ ცალს და ა. შ. ), ასეთ შემთხვევაში ამანათი დაიბეგრება,დეკლარაცია დამზადდება უფასოდ, მხოლოდ პირადობის საფუძველზე, მომხმარებელთა მიერ ამანათის გამოწერისას კი, დაგვჭირდება ამანათში გადახდილი ორდერიც.