• ონლაინ მაღაზიებში პროდუქციის შეძენას და ბარათით მომსახურების სერვისს ნებისმიერი ონლაინ მაღაზიიდან, საიდანაც ყიდვა და ჩამოტანა შესაძლებელია; ვემსახურებით როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს; ანგარიშსწორება ხდება ინვოისის საფუძველზე; მომსახურების საკომისიო შეკვეთის ღირებულების მიხედვით განსხვავებულია, ხოლო მუდმივ მომხმარებლებზე მოქმედებს განსაკუთრებულად შეღავათიანი პირობები;
  • საწყობში შემოსული ამანათების გადაფუთვის სერვისს იმგვარად, რომ მისი ზომა და წონა შემცირდეს ორიგინალური შეფუთვისგან განსხვავებით; ამასთან, ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ჩვენთან იგზავნება მხოლოდ ფიზიკური წონით, ნებისმიერ შეფუთვაში, მოცულობითი (გაბარიტული) წონით ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყუთის ზომა აჭარბებს რეალურ წონას. გაბარიტულ ნივთებში შედის ავტონაწილები, ტექნიკა, სავარძლები და მსგავსი ნივთები.
  • საქართველოში ჩამოსული ამანათების საბაჟო პროცედურების განხორციელებას უფასოდ, მხოლოდ პირადობის მოწმობის (ID ბარათის, პასპორტის), ან მისი ასლის და ინვოისის საფუძველზე.
  • იმ მომხმარებელთათვის, რომლების საკუთარი ბარათებით ახდენენ გამოწერას, ამანათის საწყობში შემოსვლიდან (მიღებაზე ხელმოწერის მომენტიდან) დანიშნულების ადგილამდე ჩამოტანის რისკების დაზღვევას (დაკარგვა, დაზიანება გადაზიდვისას და ა. შ), ტრანსპორტირების საფასურის გადახდას ინვოისის საფუძველზე, ინვოისის შექმნას, ამოღებას, ამანათების ადგილმდებარეობის და გადახდილი თანხების მართვასა და კონტროლს პირადი კაბინეტის მეშვეობით და აღნიშნულის ინფორმირებას SMS სერვისით.